ჩემი შემოქმედება

ქალი


შენ  ხარ ნათელი სიბნელეში....
სამყაროს სანთელსაკმეველი....
შენ ხარ სიცოცხლის გამართლება...
 შენ ხარ წყვდიადის იმედები.....

შენ ხარ  მწყურვალისთვის წყაროს წყალი...
გზა ხარ უდაბნოს მირაჟების...
შენ ხარ ბუხრის სითბო თოვლ-ყინვების...
შენ ხარ ზესამყარო სამყაროში.....

შენ ხარ მხოლოდ ერთი....
მხოლოდ ერთის...
შენ ხარ ზენათელი--- ყველა ერთში...
შენ ხარ აღმაფრენა... შენ ხარ სასწაული...
ათვლის სათავე ხარ სულის შემეცნების.....

მე თუ დავეცემი... შენთვის დავეცემი,
მე თუ დავმარცხდები..... შენში  დავმარცხდები...
 როდის  დაიწყება ჩვენი მზებუდობა...
 ჩვენი  ცის ბილიკი მზიან არულების....

No comments:

Post a Comment